მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოწოდება იყო დაჩქარდეს 12 პრიორიტეტის განხორციელება - ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

6489eecfa8bcf
ალა ისპირიანი
14.06.23 20:50
508
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ვარჰეიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეხვედრაზე მათი მოწოდება იყო დაჩქარდეს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება.

„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების მიმართ იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბრის მთავარი თემა. ჩვენი მოწოდება იყო დაჩქარდეს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები