მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი საახალწლო შეფუთვების ფასი 12-დან 700 ლარამდე მერყეობს” - "ჩირიფრუტი"

61cc355584464
მარიამ იზორია
29.12.21 22:40
696
ჩირისა და სხვადასხვა ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია “ჩირიფრუტის” დამფუძნებელი სოფიო ჯიქია bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ საახალწლო სეზონზე წელს რეკორდული შეკვეთები აქვთ. მისივე განმარტებით, გასულ წლებთან შედარებით მომხმარებლის მხრიდან ნდობა გაიზარდა, რაც გაყიდვებზეც დადებითად აისახა.

“წელს განსაკუთრებულად ბევრი შეკვეთები გვაქვს, მომხმარებელი დღესასწაულებს მონატრებულია და სამზადისიც ადრე დაიწყო, მაღალი მოთხოვნის გამო 2022 წელს გვინდა პირველი მაღაზია გავხსნათ, ეს იქნება საქართველოში პირველი მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ჩირისა და შოკოლადის უდიდეს ასორტიმენტს შესთავაზებს. რაც შეეხება, შეფუთული საახალწლო ნუგბარის ფასებს, 12-დან 700 ლარამდე მერყეობს. მაგალითისთვის, მაღალი საფასო სეგმენტის შემთხვევაში, 600-ლარიან ხისა და მუყაოს შეფუთვებში ჩურჩხელა, ჩირის ყველა სახეობა და სხვა პროდუქტები დევს”, - ამბობს “ჩირიფრუტის” დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის “ჩირიფრუტის” პროდუქციის შეძენა "სითი მოლში", "გალერია თბილისში", ორბელიანის განახლებულ ბაზარსა და Duty Free-შია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები