ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech–ის ვაქცინა "კოვაქსინზე" ჩატარებულმა მესამე ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 93,4%-ით ეფექტიანია მწვავე სიმპტომური COVID-19–ის წინააღმდეგ. ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მონაცემებმა 65.2%-იანი დაცვა აჩვენა დელტა შტამისგან, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა და შედეგად, აპრილსა და მაისში ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა და მსოფლიოში სიკვდილიანობის ყოველდღიურად მაღალი მაჩვენებლები გამოიწვია.
ასევე, ივნისში ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ში განაცხადეს, რომ მისი ვაქცინა დელტას და კაპას ვარიანტების წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ინდოეთში მოსახლეობა ამ დრომდე AstraZeneca-ს ვაქცინით იცრებოდა, რომელიც ინდოეთის ინსტიტუტის მიერაა წარმოებული. ინსტიტუტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაქცინის ყოველთვიური წარმოება ივლისიდან გაიზრდება და თვეში თითქმის 100 მილიონ დოზას მიაღწევს.
მსოფლიო რუკაზე ინდოეთი, აშშ-ის შემდეგ, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიხედვით, მეორე ქვეყანაა ინფიცირების 30.45 მილიონი შემთხვევით.