მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენს აპლიკაციას 8000-ზე მეტი გადმომწერი ჰყავს“ – Mercy Corps

643566ccd002a
ნანუკა ნარიმანიძე
11.04.23 18:04
676
ორგანიზაცია Mercy Corps-მა სამწლიანი პროგრამის "ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ დაიწყო, პროგრამის მიზანია ძალადობის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ძალადობის პოტენციური შემთხვევებისთვის აპლიკაცია „SAFE YOU” - ს გავრცელება, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს, დაუყოვნებლივ მიმართონ იურისტებს ან სამართალდამცავებს დახმარებისთვის, - ამის შესახებ პროგრამა ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ დირექტორმა და Mercy Corps-ის წარმომადგენელმა ნინო ჭელიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენი პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული, პროგრამას ასევე კონკრეტულად აფინანსებს ქალთა გლობალურ საკითხთა სეკრეტარიატი, ეს პროგრამა სამ წლიანია, რა თქმა უნდა, გაგრძელების პერსპექტივით და სამ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. დაგეგმარება და მართვა სომხეთსა და საქართველოში ერთი სახით ვითარდება, აზერბაიჯანი, გამომდინარე გარკვეული პოლიტიკური მოვლენებიდან, განსხვავებული მოდულით მუშაობს“, - განმარტა მან.

ამასთან, ნინო ჭელიძემ პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ აპლიკაციაზე ისაუბრა.

"ეს არის სწორედ ის მექანიზმი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე ფორუმი, წარმოდგენილია ე.წ. „One Push Away“ მექანიზმი, რომელიც, ერთი ღილაკის დაჭერით მოგვცემს საშუალებას, დავუკავშირდეთ შესაბამის სტრუქტურას, ადამიანს, ფორუმს და ა.შ., ჩვენი პროექტი იანვარში ჩაეშვა, აპლიკაციას უკვე 8000-ზე მეტი გადმომწერი ჰყავს, ეს ერთის მხრივ, შეიძლება საგანგაშო იყოს, მეორე მხრივ კი კარგია, რომ აპლიკაციას ასეთ მოკლე დროში ამხელა ჩართულობა აქვს და ხალხი მას ენდობა“, - აღნიშნა მან.

პროგრამა ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის მთავარი მიზანია ხალხში ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში დამოკიდებულების შეცვლა, რაც, დირექტორის თქმით, ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

„ჩვენ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულები ვართ, ვეცდებით, წელიწადში მინიმუმ ორჯერ საზოგადოებას მოვახსენოთ რა ეტაპზეა პროგრამა და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, მაისის მესამე კვირას ვგეგმავთ მოკვლევის შედეგების გასაჯაროებას, მოვიწვევთ მედიას, სახელმწიფო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ყველას ვაჩვენოთ პროგრამის საწყისი ნაწილი და შემდეგ, პროგრესი“ - დასძინა ნინო ჭელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები