მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენს პროექტებში იმპორტის 30% ჩავანაცვლეთ“ - სახანძრო ინვენტარის მწარმოებელი კომპანია

61ae082f896ce
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.21 23:00
1398
საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის იმპორტიორმა და მომსახურების მიმწოდებელმა კომპანია „ელპლუსმა“ 2020 წლის სექტემბერში 6 მლნ ლარის ინვესტიციით სახანძრო ინვენტარის ადგილობრივი წარმოება აამოქმედა, საიდანაც 2 მლნ ლარი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის თანადაფინანსება იყო.

დღეს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს და ქართული წარმოების ცეცხლმაქრებით, სახანძრო კარით, ვენტილირებად ცეცხლგამძლე ფასადებით, სტელაჟებით, სახანძრო კარადებითა და მეტალის სხვადასხვა ტიპის პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს.



BM.GE-სთან საუბარისას საწარმოს ოპერაციების მენეჯერი ეთერ ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის იმპორტიორი და დღეს უკვე მწარმოებელი კომპანია სრულად 200 სამუშაო ადგილს ქმნის, საიდანაც 40 წარმოებაშია დასაქმებული და დღეისთვის სახანძრო ინვენტარის ადგილობრივი მწარმოებელი უკვე ISO9001:2015 სერტიფიკატის მფლობელიცაა.

„ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე სახანძრო უსაფრთხოების სისტემების და პროდუქციის იმპორტს 17 წელია ახორციელებს. ბაზრის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ადგილობრივი წარმოების ამუშავების იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და გასულ წელს კომპანიამ ახალი, ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს ხელშეწყობით აამოქმედა. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. ხარისხის სტანდარტების დაცვა და მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამიტომ, წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის, ევროპული სერტიფიკატის მქონე მასალას ვიყენებთ. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, „ელპლუსის“ ცეცხლმედეგმა კარმა, ევროპაში, კერძოდ ესპანეთში, ცეცხლმედეგობის ტესტიც გაიარა“, - აცხადებს ეთერ ჭუმბურიძე.



კითხვაზე - სად რეალიზდება ქართული პროდუქცია და როგორ იმკვიდრებს თავს კონკურენტულ გარემოში ადგილობრივი ნაწარმი, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად, ადგილობრივი წარმოებით იმპორტს ანაცვლებს.

„ჩვენ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ვახორციელებთ, იქნება ეს სამშენებლო, სტუმარმასპინძლობის სფერო, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, სახელმწიფო, საგანმანათლებლო თუ სხვა. დღეისთვის 1 000-ზე მეტი პროექტი გვაქვს შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ „ელპლუსი“ ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიო ბრენდების იმპორტიორი კომპანიაცაა, ეტაპობრივად იმპორტის ადგილობრივი წარმოებით სრულად ჩანაცვლების ამბიცია გვაქვს. შედეგად, ჩვენი პროექტების განხორციელებისას, ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქციის 30% ადგილობრივი, „ელპლუსის“ წარმოების პროდუქციით უკვე ჩანაცვლებული გვაქვს. ბაზარზე კონკურენცია რა თქმა უნდა, არის, თუმცა „ელპლუსი“ მას ხარისხიანი პროდუქციით უპირისპირდება“, - უთხრა BM.GE-ის საწარმოს ოპერაციების მენეჯერმა.

აღსანიშნია, რომ „ელპლუსის“ გეგმებში ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ქართული წარმოების სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ექსპორტზე გატანაც შედის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები