მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Citigroup რუსეთში საბანკო საქმიანობას აჩერებს

63089eee04660
მარიამ ვარადაშვილი
26.08.22 14:25
708

Citigroup აცხადებს, რომ რუსეთში სამომხმარებლო და კომერციულ საბანკო საქმიანობას აჩერებს. 

კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია რუსეთის ბაზარის დატოვებას მიმდინარე კვარტალში დაიწყებს.Citi მომდევნო 18 თვის განმავლობაში ელოდება დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარის ხარჯებს, რაც ძირითადად გამოწვეულია რესტრუქტურიზაციის, კონტრაქტების შეწყვეტის და სხვა გადასახადებით.

Citigroup-ს აშშ-ს ბანკებიდან რუსეთში ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობა ჰქონდა. კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გაამჟღავნა საკუთარი გეგმები საცალო ბიზნესიდან გასვლის შესახებ, რაც იყო ნაწილი საზღვარგარეთ არსებული ბაზრებიდან ნაწილობრივ გამოსვლის შესახებ. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ეს გეგმა გაფართოვდა, თუმცა კომპანიამ მაშინ მყიდველი ვერ იპოვა. 

Citigroup-ის რუსეთიდან გასვლას გავლენა ექნება 3 ათასამდე თანამშრომელზე. ამ გადაწყვეტილებით კომპანია შეუერთდა Wall Street-ის იმ მსხვილ კომპანიებს, რომლებმაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთი უკვე დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები