მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CITYZEN Central Park-ი “თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შენდება

სტატიაში საუბარია:

თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park, საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც ბანკების სასესხო კონტრიბუცია 200 მლნ დოლარია. ეს კერძო სექტორსა და 2 ბანკს შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური პარტნიორობაა. CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4 საცხოვრებელ ბლოკს და ერთ ბიზნეს თაუერს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უნიკალური მოვლენაა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მაქსიმალური სართული 22 იქნება. კომპლექსის D და C ბლოკების გაყიდვა უკვე დაწყებულია. A, B და T ბლოკების გაყიდვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები