Coca-Cola მორიგი, რიგით მესამე ალკოჰოლური სასმელის წარმოებას აანონსებს. Molson Coors და Coke-ის პარტნიორობით, კომპანიები აწარმოებენ ე.წ. Simply Spiked Lemonade-ს - ალკოჰოლურ სასმელს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასმელს მარწყვის, საზამთროს, მოცვის და ჩვეულებრივი ლიმონათის არომატი ექნება, ხოლო ალკოჰოლის მიღებას მწარმოებლები ფერმენტირებული შაქრის ლერწმისგან აპირებენ.
კომპანიაში ელიან, რომ ახალი ალკოჰოლური სასმელი სულ მალე მომხმარებლისთვის საყვარელი პროდუქტი გახდება, რამდენადაც Simply-სთან თანამშრომლობა „ახალი ბრენდის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება“. წინასწარი ინფორმაციით, Simply Spiked Lemonade 12 განსხვავებული შეფუთვით გაიყიდება, მათ შორის მომხმარებელს ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება 5%-იანი ალკოჰოლის მოცულობით თხელი ქილიდანაც შეეძლება.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ეღირება Coca-Cola-ს მორიგი ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვაში 2022 წლის ზაფხულში ჩაეშვება.