მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება  -ცერცვაძე

კოვიდ
BM. GE
19.08.23 20:09
3

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ცნობით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე  ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს.  შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილიანობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს. 

სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%,  ჯერ არ შეიძლება.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. 
ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი", - წერს ცერცვაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები