მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ით გუშინ ღამით გარდაცვლილ მამაკაცს ინფარქტი ჰქონდა გადატანილი - განმარტება

5e9ff85644a6c
ინგა მურუსიძე
22.04.20 12:00
1201
გუშინ ღამით გარდაცვლილ მამაკაცს გულის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ბოლნისის კლასტერიდან იყო და კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

"გარდაცვლილია 68 წლის მამაკაცი, ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, უკვე კარგა ხანია. ჩვენთან 9 პაციენტია აპარატულ სუნთქვაზე, მათგან სამი - კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაში, ერთი კი გარდაიცვალა. აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა გადატანილი მწვავე მიოკარდიული ინფარქტი, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, გულის ინფარქტის გამო ჰქონდა გართულებები, სასუნთქ გზებშიც ჰქონდა გართულებები, ამას დაემატა ორმხრივი პნევმონია, სეპტიური შოკი. ასეთი იყო მისი მდგომარეობა, ძალიან ბევრი შრომა გაწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი კარგი ვერ დადგა, ჩვენს კლინიკაში პაციენტი 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდა", - განაცხადა ტურძელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები