ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გერმანია (3 694 ტონა), რომელსაც მოჰყვება იტალია (3 368 ტონა), ჩეხეში (660 ტონა), ლიეტუვა (379 ტონა) და პოლონეთი (354 ტონა). ქართული თხილი ასევე პოპულარულია ესპანეთში (408 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (274 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).
აღსანიშნავია, რომ თხილი 2015 წლამდე მოსავლიანობისა და ექსპორტის მაჩვენებლებით ყოველწლიურად იზრდებოდა, 2016 წლიდან კი აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება კრიტიკულ მინიმუმამდე შემცირდა, 2018 წელს კი მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
წელს ქვეყანამ 55 ათას ტონამდე მოსავალი მიიღო, რა მაჩვენებელზეა ესპორტი და რა რჩება მთავარ გამოწვევად?