მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების ეტაპობრივი პროცესი შეზღუდვების მოხსნის დასაწყისია

6011a9da07805
BM.GE
27.01.21 21:57
610
ძალიან ბევრ ქალაქში და დასახლებულ პუნქტში შეგვიძლია მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება. სწორედ ეს ეტაპობრივი პროცესი არის შეზღუდვების მოხსნის დასაწყისი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ეს პროცესი მაღალი მობილობის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ცოტა ხნით კიდევ გადაიდება. გვინდა შეზღუდვები მოვხნათ ისე, რომ აღარ მოგვიწიოს მათი კვლავ დაწესება.

,,ყველას კარგად გვესმის, რომ ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი არა მხოლოდ სკოლაში სწავლა, არამედ თანატოლებთან ურთიერთობა, გვინდა მათი დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში სტრესის გარეშე, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის ამასთან დაკავშირებული საფრთხეები. სამწუხაროდ, იმ ქალაქებშიც კი, სადაც ჩვენ სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში არ შეგვიწყვიტავს ბევრ სკოლას იძულებით მოუწია შემდგომში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შესაბამისად, სწავლის პროცესის ნორმალურ რეჟიმში გასაგრძელებლად, სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს ''- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები