2022 წლის აგვისტოდან პრემიუმ ფეხსაცმლის ქართულმა ბრენდმა CROSTY-მ გადახდების სისტემას კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების შესაძლებლობა დაამატა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი სხვა საერთაშორისო ვალუტებთან და გადახდის მეთოდებთან ერთად, შეძლებს კრიპტოვალუტით შეიძინოს ბრენდის პროდუქცია.
CROSTY პირველი ქართული ბრენდია მოდის ინდუსტრიაში, რომელმაც კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო. გადახდის ამ საშუალებით Ბრენდის პროდუქციის შეძენა ონლაინ, ბიტკოინის, ეთერიუმის და ლაითქოინის გამოყენებით არის შესაძლებელი.
Მსოფლიოში კრიპტოვალუტით ისეთი მოდის გიგანტი ბრენდების პროდუქციას შეიძენთ როგორიცაა: GUCCI, LOUIS VUITTON, PRADA, CARTIER და სხვა.
კრიპტოვალუტის მიღება არ არის პირველი ნაბიჯი, რაც CROSTY-მ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გადადგა. ცოტა ხნის წინ Ბრენდმა DressX-თან თანამშრომლობით ფეხსაცმლის პირველი, ციფრული კოლექცია გამოუშვა. CROSTY ამჯერადაც პირველი ქართული ბრენდია, რომელიც შეუერთდა მსოფლიო ევოლუციურ, ციფრულ მოდას. Მომხმარებელს ციფრული კოლექციის შეძენა ექსკლუზიურად DressX.com -ზე შეუძლია.
Მომავალში CROSTY გეგმავს ადაპტირდეს ციფრულ ტექნოლოგიებთან და შექმნას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ მიმართულებით.
®