”ეს არის სრულიად ახალი გზა იმისა, რომ გამოსცადო და მოირგო ქროსთი. გზა, რომელიც სცდება მატერიალურ პროდუქტს იმისათვის, რომ შეაბიჯო მომავალში და აღმოაჩინო მეტავერსის შესაძლებლობები”, - აცხადებს ქროსთის კომერციული დირექტორი შოთა მიქაია.
კოლექციის ნახვა და შეძენა მომხმარებელს ექსკლუზიურად dressx.com-ზე შეუძლია. Dressx ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დიზაინერების კოლექციებს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით. აქ მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს, მაგრამ მიწოდების მისამართის ნაცვლად, უბრალოდ ტვირთავს ფოტოს, რომელსაც Dressx ამუშავებს და სასურველ პროდუქტს აცმევს მომხმარებელს ფოტოზე.
ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაზე. ციფრული მოდა ადამიანებისთვის თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ წამყვანმა მოდის ბრენდებმა აქტიურად დაიწყეს ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსხვავებულად მიიღოს ბრენდის გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო, ე.წ. მეტავერსის/მეტასამყაროს განვითარებამ, რის გამოც ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა სახელი შეიცვალა და მას უკვე Meta-ს უწოდებენ. შოპინგი მნიშვნელოვანი ნაწილია მეტავერსის კონცეფციაში, კომპანიამ უკვე დაანონსა მსოფლიოს უმსხვილეს მოდის ბრენდებთან თანამშრომლობის შესახებ.
ქროსთისთვის ციფრული კოლექციის შექმნა პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. ბრენდის გეგმებში შედის ახალ ტექნოლოგიებთან მაქსიმალური ადაპტირება, მათ შორის კრიპტოვალუტით გადახდების დანერგვა, დეცენტრალიზებული ქსელების გამოყენება, NFT კოლექციების შექმნა და მეტავერსში "ქროსთის" მაღაზიის გახსნაც კი.
ჩვენ ხელახლა წარმოვიდგინეთ ჩვენი CROSTY DRO დიზაინი მკვეთრი ნეონის ფერებით, რომელიც მორგებულია ევოლუციური ციფრული მოდის სტანდარტს! შემოგვიერთდით ხვალინდელი დღის/მომავლის თავგადასავალში ციფრულ მოდასა და მეტავერსიში.
®