კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში კომერციული ბანკების მიმართ ნდობა საგრძნობლად არის შემცირებული. თუ 2010 წელს მოსახლეობის 49% ამბობდა, რომ ბანკებს ენდობოდა (მათ შორის 36% ნაწილობრივ; 13% კი სრულად), 2019 წლის ანგარიშით მხოლოდ 25% ამბობს, რომ ბანკებს ენდობა (აქედან 21 ნაწილობრივ; 4% კი სრულად).
CRRC-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით.
ცდომილების ზღვარი:
- 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 0.7%
- 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 2.7%
- 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 3.7%
- 50% - ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 4.1%