მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგის ქონება $44 მილიარდით გაიზარდა | META-ს აქციების ფასმა 100%-ით მოიმატა

646b422456bc0
გიორგი თოლორდავა
22.05.23 19:00
1304
მიმდინარე 2023 წელი ყველაზე წარმატებული Facebook-ის დამფუძნებლისთვის აღმოჩნდა. წლის დასაწყისიდან დღემდე მარკ ცუკერბერგის ქონება 44 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

ამერიკელი მეწარმის ქონება ამჟამად 90 მილიარდ დოლარს აღწევს და უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ის მე-13 ადგილს იკავებს.

ცუკერბერგის აღმასვლა საფონდო ბირჟაზე Meta-ს აქციების ზრდითაა განპირობებული. მიმდინარე წელს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით 100%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 630 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Meta-ს აქციების ზრდა არა კომპანიის მთავარ პროექტს - მეტავერსს, არამედ საოპერაციო ხარჯების შემცირებას და სოციალური ქსელების შემოსავლების ზრდას უკავშირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში Meta-მ დაახლოებით 10,000 თანამშრომლის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს Twitter-ის კონკურენტი პლატფორმის შექმნაზე და სოციალური ქსელის ალგორითმში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები