მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილება ამანათების ტრანსპორტირების სექტორში - როდის მოხდება მომხმარებლის ამანათის გასხვისება?

BM.GE
25.07.23 14:50
96
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუ მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში არსებულ ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს. შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება. 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 

სტუმარი: ნინო მენთეშაშვილი - საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები