მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სამ ცხენს ყიდის

64479ade47140
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.23 13:46
1704
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ელექტრონულ აუქციონზე 3 ცხენს ყიდის. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ცხენის აუქციონის ფორმით რეალიზაციას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ელექტრონული აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ცხოველების საწყისი ღირებულება 600 ლარია. ცხენებიდან 2 მდედრია, ერთი კი მამრი. აქედან ერთი მდედრისა და მამრის ასაკი 5-6 წელია, ხოლო ერთი თეთრი ფერის მდედრი ცხენის ასაკი დაახლოებით 15 წელია.

აუქციონი მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოცხადდა და 26 აპრილის 16 საათისთვის დასრულდება.

აუქციონების პირობაში მითითებულია, რომ პირუტყვის საბოლოოდ დაფიქსირებული სარეალიზაციო თანხის 3 სამუშაო დღის ვადაში გადაუხდელობის და აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილი პირუტყვის თავშესაფრიდან არგაყვანის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები