მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაანონსებიდან 2 წლის თავზე, თბილისს იპოდრომზე საქალაქო პარკი ისევ არ აქვს

626fe221299ed
ანუკა ჯოხაძე
02.05.22 22:10
3570
იპოდრომზე საქალაქო პარკის მოწყობაზე პროექტირება კიდევ არ დასრულებულა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის მერიაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზეც პროექტის დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

“ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე. ამ ეტაპზე იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც კი სამუშაოები დასრულდება და საბოლოო პროექტი მზად იქნება, უკვე ამის შემდეგ ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტს თბილისის მერია არ ახორციელებს, მის მოწყობას საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" უზრუნველყოფს. ცენტრალური პარკის მოწყობის შემდეგ, პარკი თბილისის მერიის მართვაში გადმოვა,” - აცხადებენ თბილისის მერიაში.

აღსანიშნია, რომ 2020 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად გახსნა.

ტერიტორია ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. როგორც მაშინ ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობდა, პარკის მოწყობაზე დაახლოებით 15-20 მლნ დოლარი უნდა დახარჯულიყო.

ამასთან, პროექტი, რომელიც ჰოლანდიურმა კომპანიამ შეიმუშავა, ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას გულისხმობს, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები