მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააშოშმინეთ ბორელი, ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე - კარასინი

64086db642af5
მარიამ ვარადაშვილი
08.03.23 15:14
1494

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ზღვარს გადავიდა და საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს.

“დააშოშმინეთ ბორელი, თუ შეიძლება! ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრებს”,-წერს კარასინი ტელეგრამის არხზე.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, საერთაშორისო პარტნიორებმა ღიად გააკტირიკეს საქართველოს მთავრობა. ფაქტს გუშინვე გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელი. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპრებსა და ღირებულებებს.

“ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს",-აცხადებს ბორელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები