ქვეყანაში კადრების დეფიციტია - ბოლო ორი დღეა ამ თემაზე სატელევიზიო ეთერებს მიღმა მთავრობა და მსხვილი ბიზნესი ღიად ალაპარაკდა. იმაზე რაზეც მათ შორის ბიემჯი ბოლო თვეებია აქტიურად წერს და გიყვებათ როგოც აღმოჩნდა უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წევრების და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვერდის ერთ ერთი მთავარი განსახილველი პუნქტი იყო. ბიზნესს განსხვავებული პროფილის და სექტორის მიუხედავად ერთსა და იმავე გასაჭირზე მიუთითებს.
ცხადდება ვაკანსიები - მომატებული ანაზღაურებით და როგორც დამსაქმებლები ამბობნ სამუშაო ძალა მაინც დეფიციტურია. მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში პროფესიული კადრების დეფიციტია. ეს დეფიციტი ერთი მხრივ ბოლო პერიოდში ემიგრანტების მზარდმა ნაკადმა შექმნა, მეორე მხრივ იმან, რომ კონკრეტული სფეროების - მაგალითად, სამშენებლო თუ ფარმაცევტული სექტორების მიმართ ინტერესი თანდათან იკლებს.