დაჭრილი და დაშავებული სამხედროების კომპენსაციებისთვის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყო.
bm.ge-ს დაინტერესდა, რის მიხედვით მიიღებენ ჯარისკაცები კომპენსაციას.
უწყების განმარტებით, დაჭრილი სამხედროები კომპენსაციებს იანვრიდან მიიღებენ, ხოლო ბიუჯეტიდან ამისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომპენსაცია 270 დაშავებულ სამხედროზე გაიცემა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ.
"ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.