მეგობარი ჭირში იცნობა' - ეს ფრაზა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკა გამყრელიძემ საქმიან დილაში სტუმრობისას EBRD-ისთან მიმართებით თქვა, როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ჯგუფს სესხი დაუმტკიცა და კოვიდ-19-ის ფონზე, დაგეგმილი პროექტი მაინც არ ჩავარდა. თუმცა, ეს ამბის მხოლოდ ერთი მხარეა. EBRD-ის GHG-იმ მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხა, რაც ეროვნული ბანკისგან, როგორც თავად ამბობს, ვერცერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და პანდემიის ფონზე მოთხოვნილი რესტრუქტურიზაციაც ვერ შედგა. რა კითხვები რჩება ამ დრომდე ყველაზე მსხვილი სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელს მარეგულირებელთან?