მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაფინანსების შესაძლებლობა ბევრია, თუმცა ბიზნესს უჭირს მათი მოძიება”- GGM

GGM

მართვის კომპანია GGM-ის დამფუძნებელი, გენო გელაძე BMG-თან საუბარში ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა მეტია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიზნესს არ ჰყავს ფინანსების მომძიებელი კადრები და სხვადასხვა არასწორი ქმედებებით, მათი გამოყენება აქტიურად ვერ ხდება. 

“ დაფინანსება სჭირდება ყველას, ბიზნესს, მედიას, არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფო უწყებებს თუ სხვა. ბიზნესზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, ამ ეტაპზე საქართველოში მეტია დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა, ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო. როგორც გრანტების მოძიების კუთხით, ასევე ბანკებიდან სესხის გამოტანა, ინვესტორის მოძიება, სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ა.შ. თუმცა რამდენადაც იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მეტად იზრდება კონკურენციაც. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი ამისთვის მზად არ არის, ამ კონკურენციას ვერ მიჰყვება სათანადო ტემპით. ნათელი მაგალითია ის, რომ ბანკებს საკმაოდ მაღალ დონეზე ჰყავთ გაწვრთნილი გუნდი, იმისთვის რომ შეაფასოს პროექტები, ამ დროს ბიზნესების უმრავლესობა არ არის მზად, წარუდგინოს ბანკს კომპეტენტურად მომზადებული დოკუმენტაცია, ბიზნესს მოდელი თუ განვითარების გეგმა. დონორების შემთხვევაში კიდევ უფრო განსხვავებულია ვითარება. მათ კიდევ უფრო ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, ისინი მიჩვეული არიან მრავალპროფილური პროექტების შეფასებას და დაფინანსებას, აქაც განმცხადებლები არ ვართ მზად ამისთვის. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საკმარისი არასდროს იქნება ბუნებრივია, რაც უფრო ვითარდება ქვეყანა თუ ბიზნესი, მეტია მოთხოვნილებაც. მაგრამ ის რაც დღეს არსებობს, მაგის გამოყენება ბოლომდე კარგად ვერ ხერხდება. “ აღნიშნავს გენო გელაძე

ცნობისთვის, GGM წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ბიზნესის მართვის კომპანიას, რომელსაც გააჩნია შვილობილი კომპანიები ინფრასტრუქტურის, წარმოების, ტურიზმის და მომსახურების სფეროში.  მართვის კომპანია GGM ბიზნესს გრანტის ან სესხის მოძიებაში ეხმარება, რაც გულისხმობს ბიზნესმოდელის აწყობას, საგრანტო განაცხადის მომზადებას, დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმოებას, დაფინანსების მოძიების პროცესის და რეპორტინგის სრული ციკლის მართვას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები