მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ განხორციელდა

644a415266c37
BM.GE
27.04.23 13:35
792
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად განაგრძობს ფინანსური განათლების მხარდაჭერას და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის - „ფინედუს“ მიერ „გლობალური ფულის კვირეული 2023-ის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ერთ-ერთი მხარდამჭერია.

პროექტის მიზანს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში, პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლები დესპანების ამპლუაში საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტ სკოლას ეწვივნენ. მათ შორის: გორში, ბათუმში, ზუგდიდში, მცხეთაში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისსა და წალენჯიხაში.

ვიზიტის ფარგლებში დესპანები მოსწავლეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხზე, ფულის რაციონალურად განკარგვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ. საქართველოს ბანკის დესპანებმა კი მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ბანკის sCool-ის პროდუქტების: sCool Card-ის, sCoolApp-ისა და ყულაბის შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდები ყოველდღიურად, მარტივი საბანკო ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებენ.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად განაგრძობს ეკონომიკური და ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ეკონომიკური ცნობიერების მქონე მოქალაქეები განაპირობებენ. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ეკონომიკური საკითხებისადმი ინტერესის ზრდასა და ახალი განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობას, რაც გრძელვადიან პერიოდში უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ცნობისთვის, სკოლის მოსწავლეებში ფინანსური ცნობიერებისა და ეკონომიკისადმი ინტერესის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკმა შექმნა sCoolApp-ის აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვა და ხელს უწყობს მათ შორის ეკონომიკური აზროვნების განვითარებას. sCoolApp-ის მეშვეობით სკოლის მოსწავლეები ისეთ მარტივ და ყოველდღიურ ტრანზაქციებს ახორციელებენ, როგორებიც არის: მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსება, თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვა, თანხის მოთხოვნა და გაყოფა. ამასთან, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები მათთვის საყვარელი ობიექტებისგან, გაეცნონ სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა და საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ. დღეს აპლიკაციას 60 000-ზე მეტი მოსწავლე საკუთარი ჯიბის ფულისა და ნაშთების ციფრული კონტროლისთვის იყენებს.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები