მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგი" კალაძის კრიტიკით გაკვირვებულია - რას ამბობს მშრალი ხიდის პროექტის განმახორციელებელი კომპანია?

5e032369393eb
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.19 13:15
4731
სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ასეთი ტიპის განცხადება, - ასე გამოეხმაურა კომპანია „დაგის“ ხელმძღვანელი ოთარ ჩიკვაიძე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობი უხარისხოდ არის შესრულეული. კომპანია ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს. 

მისი თქმით, ობიექტზე იყო ხარვეზები, რომელიც ლაბორატორიამ გუშინ გამოავლინა, რომელიც კომპანიამ მყისიერად აღმოფხვრა.

„მე მივდივარ ახლა ობიექტზე. გუშინ მოსული იყო ლაბორატორია, იქ იყო ძალიან მცირე დეფექტებზე საუბარი, გზის საფარი მოწყობილია 5 000 მ2 და ხარვეზი იყო 50-60 მ2 -ზე. ეს ხარვეზები გამოსწორებულია უკვე.
სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა ასეთი ტიპის განცხადება.

მე როგორც მივხვდი, ამ ხარვეზებზე არ საუბრობს, საუბრობს იმაზე, რომ მთლიანად გზის საფარი არის ასაჭრელი და ახალია დასაგებიო. მე რაც ვიცი, მსგავსი რამე იქ არ არის. ლაბორატორიაც მოდის და კიდევ ერთხელ გავივლით“, - ამბობს ოთარ ჩიკვაიძე.

კითხვაზე რას მოიმოქმედებს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია, ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს: „პირველ რიგში უნდა დადგინდეს ნამდვილად გამოსაცვლელია გზის საფარი თუ არა და ამის შემდეგ გავაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია. ჩვენი მოსაზრებაა რომ ძალიან კარგადაა გაკეთებული და ამას დამკვეთის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავარკვევთ.“

კალაძე მშრალი ხიდის რეაბლიტაციით უკმაყოფილოა - “სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ”



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები