მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამაბინძურებელი იხდის“ - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ბიზნესს

BM.GE
30.09.20 23:32
793
2022 წლიდან ბიზნესს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაბამის ცვლილებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა. კანონპროექტით განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, რომ უზრუნველყოს გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენცია. მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით თითქმის სრულად იცვლება პასუხისმგებლობის მექანიზმი. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში მათ უნდა განახორციელონ შესაბამისი აღდგენითი ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან შესაბამისი ფინანსური გარანტიები. კიდევ რა პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე კერძო სექტორს?

ნიკა ნანუაშვილი - ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები