საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში და დაადგინა, რომ 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის, შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.
სტუმარი: სანდრო ქევხიშვილი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერი;