მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი მიგრაციული ტალღების გარეშე, ბინის ქირის გაძვირებას აღარ ველოდებით - სამყურაშვილი

63d92adfe4737
ინგა მურუსიძე
01.02.23 10:48
645
დამატებითი მიგრაციული ტალღების გარეშე, აღარ ველოდებით, რომ ქირებზე ფასები გაიზრდება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახა სამყურაშვილმა საქმიანი დილის ეთერში განაცხადა.

ასე პასუხობს კახა სამყურაშვილი კითხვას, თუ როგორია მოლოდინი სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით.

„დავიწყოთ ისევ მიგრანტების ეფექტიდან, რომლებიც დაახლოებით აპრილიდან შემოვიდნენ ტალღებად საქართველოში. ამან გამოიწვია უძრავი ქონების ქირებზე ფასების ძალიან სწრაფი ზრდა. შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლოსთვის ქირაზე ფასები გაორმაგებულია ქირაზე დოლარში, თუმცა ფასები გასაყიდი უძრავი ქონების ფასები არის გაზრდილი წლის ბოლოსთვის დაახლოებით 20-25%-ით. ანუ რეალურად, ის მოლოდინი უძრავი ქონების ინვესტორებში, რომ ეს მიგრანტები აქ სამუდამოდ დარჩებიან და ქირები ყოველთვის ასეთ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ვფიქრობთ, რომ არ არსებობს. არსებობს მოლოდინი, რომ რაღაც დროის შემდეგ ეს ადამიანები დატოვებენ საქართველოს.

დღეს პირობითად უძრავი ქონების შეძენა და დარწმუნებული ყოფნა იმაში, რომ ეს ქონება ამ დონის იჯარას დააგენერირებს შემდეგი 7-8 წლის განმავლობაში, არ არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ანუ უფრო დიდი ეფექტი ფასების ზრდაში აქვს სწორედ თვითღირებულების ზრდას და სამშენებლო მასალების ზრდას, ვიდრე მიგრანტების მიერ ქირებზე დახარჯულ თანხას. ჩვენ რომ შევხედეთ, ყიდვაში რამდენია რუსი მიგრანტების წილი, საკმაოდ დაბალი რიცხვია, ანუ ისეთივე რიცხვია, როგორიც როგორიც იყო მაგალითად 2019 წელს, ანუ თბილისში ეს რიცხვია 2-3%, და ბათუმში - 10-15%. რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი იყო პანდემიამდეც. ყიდვის ნაწილში დრამატულ ზრდას ვერ ვხედავთ, ქირის ნაწილში კი პირიქით, ვხედავთ“, - თქვა სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ წლის ბოლოსთვის ფასები დოლარში გაზრდილია 20-25%-ით, მაგრამ ლარში, ვალუტის გამყარების გამო, ზრდის მაჩვენებელი არის 5-7%, ეს კი მიზეზია იმისა, რომ ბაზარი ინარჩუნებს სიმყარეს.

„რაც შეეხება სამომავლოდ ფასების ზრდას, ვფიქრობთ, რომ ის დრამატული ზრდა თვითღირებულებაში რაც იყო 2021-2022 წლებში, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია. მოდი ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ეფექტი კიდევ ექნება განგრძობითი ამ ყველაფერს, თუმცა არ ველოდებით ნახტომისებურ ზრდას, საკმაოდ ზომიერ ერთნიშნა ზრდას ველოდებით უძრავი ქონების ფასებში, ხოლო ქირების შემთხვევაში ველოდებით, რომ ვფიქრობთ, რომ გაჯერდა ეს ფასები, ქირები. რაღაც დამატებითი მიგრაციული ტალღების გარეშე, აღარ ველოდებით, რომ ქირებზე ფასები გაიზრდება და ველოდებით ნულთან ახლოს 2023 წლის განმავლობაში“, - განაცხადა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები