მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ - კოვზანაძე

60eff2e153634
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 12:31
587
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ 5 ივლისს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა არაფერი დგას, ამიტომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.ირაკლი კოვზანაძემ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, ეკონომიკამ აღდგენა და სწრაფი ზრდა დაიწყო და ასეთ ვითარებაში საინვესტიციო გარემოს მოფრთხილება სჭირდება.

„ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურიზმის მნიშვნელობაზე დამატებით რამის თქმა ზედმეტად მიმაჩნია, საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმი ჩვენთან კურსწარმომქნელი ფაქტორი გახდა, ხოლო მომსახურეობის სექტორს ჩვენი მშპ-ის 70%-ზე მეტი უკავია. რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება, რომელი უცხოელი ჩამოვა სამუშაოდ თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნეს კონტაქტებზე შეიძლება საუბარი თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა.

პირველ რიგში ჩვენ - პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს განცდა აღსდგეს და იყოს ქვეყანაში. მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს. ამ დროს კი ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება და მისი დეფიციტი გვაქვს. ძალაინ კარგია, რომ პარლამენტში მოვა შსს მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები