მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადგილობრივი წარმოების რეკორდული რაოდენობის სტენდია წარმოდგენილი“

6470ccb56727f
BM.GE
26.05.23 19:30
574
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის განცხადებით, წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადგილობრივი წარმოების რეკორდული რაოდენობის სტენდია წარმოდგენილი.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ტრადიციულად ჩვენი სააგენტო წარმოდგენილი არის მეწარმეების სტენდებით, ყოველწლიურად ვზრდით მათ რაოდენობას და წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდული ეაოდენობის სტენდი და მეწარმეა წარმოდგენილი.

120 ადგილი არის განსაზღვრული სხვადასხვა პროდუქციით, რომელიც არამარტო ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, არამედ რამდენიმე მათგანი უკვე საერთაშორისო ბაზარზეც არის გასული. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისი შეფასებით, სასიხარულოა, რომ ადგილობრივი სამეწარმეო მარკეტის მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის არიან არამარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც. „სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქტი გაიცნოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა“ - განაცხადა ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები