დანიამ გერმანიასა და რუსეთს ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი – 2"-ის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა მისცა.
როგორც გერმანული მედია იტყობინება, ხანგრძლივი გარჩევების შემდეგ, კოპენჰაგენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Nord Stream 2-ის მილსადენის ბოლო, 147–კილომეტრიანი მონაკვეთის მოგვარების საშუალებას იძლევა.
Nord Stream 2 – საპროექტო კომპანია, დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წელიწადნახევარია ელოდებოდა. მილსადენის გაყვანისთვის სამუშაოები კუნძულ ბორნჰოლმზე მომდევნო კვირეებში დაიწყება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანაში მონაწილეობას ათობით სპეციალისტი მიიღებს.
ცნობისთვის: Nord Stream 2 რუსეთიდან გერმანიამდე გაზის გაყვანის საშუალებას იძლევა. მან უკვე არსებული Nord Stream 1 მილსადენი უნდა გააძლიეროს. 1200–კილომეტრიან პროექტს ძირითადად რუსეთი აფინანსებს.
"გაზპრომი" მთლიანი ხარჯებიდან 9,5 მილიარდ ევროს, ანუ პროექტის ღირებულების დაახლოებით ნახევარს გადაიხდის.
"გაზპრომი" მთლიანი ხარჯებიდან 9,5 მილიარდ ევროს, ანუ პროექტის ღირებულების დაახლოებით ნახევარს გადაიხდის.
რუსულ-გერმანულ პროექტს აშშ-ის მთავრობა მწვავედ აკრიტიკებს. როგორც ვაშინგტონში განმარტავენ, გერმანია ამით რუსულ გაზზე დამოკიდებული ხდება. თეთრი სახლი პროექტში მონაწილეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს.