მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიელსონი: „მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს“

6062172c33f3b
თამთა ჯიჯავაძე
29.03.21 22:05
1750
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაასრულა. როგორც შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ხვალინდელი შეხვედრისთვის მომზადება იყო.

„ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებინა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული და როგორც ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს, ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მომავლისთვის მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე“, - განაცხადა დანიელსონმა.

მისივე თქმით, ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.

„მინდა შეგახსენოთ, რომ თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში მთავარი გამარჯვებული ხალხი იქნება. ამიტომ დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას უზრუნველყონ ხვალინდელი გამარჯვება“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები