მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიის მიერ მოწოდებული CAESAR თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაშია - რეზნიკოვი მადლობას იხდის

644cc1f0756a6
ალა ისპირიანი
29.04.23 11:00
512
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვის თქმით, დანიის მიერ მიწოდებული CAESAR თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ მან “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა.

მან მადლობა გადაუხადა დანიელებს, მათ თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგ პარტნიორებს, რადგან თვითმავალი ჰაუბიცები ფრანგული წარმოებისაა.

„დანია ამ სისტემების გამოყენებას საკუთარი არმიისთვის გეგმავდა, მაგრამ ბრძნულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა ისინი უკრაინული არმიისთვის გადაეცა იმ მნიშვნელოვანი საფრთხის გამო, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის", - წერს რეზნიკოვი.

მისი თქმით, დანია მონაწილეობას უკრაინელი სამხედროების წვრთნაშიც იღებს.

ცნობისთვის, იანვარში დანიამ უკრაინისთვის საარტილერიო სისტემა CAESAR-ის 19-ვე ერთეულის გადაცემა გადაწყვიტა, რომელიც აქამდე საფრანგეთისგან შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები