დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტ ფრედერიკსონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მისი გადადგომა ტექნიკური შინაარსისაა, რაც საპარლამენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკარგა, სწორედ ამიტომ ფრედერიკსონმა გადაწყვიტა გადამდგარიყო.
აწ უკვე ყოფილი პრემიერი იმედოვნებს, რომ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ახალ კოალიციას შექმნის და პარლამენტში ისევ მოიპოვებს უმრავლესობას, სწორედ ამის შემდეგ ფრედერიკსონი გეგმავს, რომ პრემიერობაზე ისევ იყაროს კენჭი.
მან გადადგომის ოფიციალური განცხადება დედოფალ მარგრეტ II-ს უკვე გადასცა, თუმცა მოვალეობის შესრულებას ის ახალი მთავრობის ფორმირებამდე განაგრძობს.