მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩიაშვილი შრი-ლანკის და ანტიგუა-ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა - "საქართველო სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებითაა დაინტერესებული"

ილია დარჩიაშვილი
BM. GE
22.09.23 20:56
5

2023 წლის 21 სექტემბერს,საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შრი-ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ალი საბრის შეხვდა.

აღინიშნა,რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით.

ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის.

გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება სხვადასხვა სფეროში.

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ანტიგუა-ბარბუდას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩეტ გრეენთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას სავაჭრო- ეკონომიკური მიმართულებით. მათ შორის
ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები