მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

6496d4e92d627
მარიამ იზორია
24.06.23 15:30
939
“დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

BM.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” - ზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის" - ნათქვამია განცხადებაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები