მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახია - შარლ მიშელი

64788456a130d
BM.GE
01.06.23 15:46
465
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახია. სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების განხორციელება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს ესწრება.

„ვიმედოვნებ, მომდევნო თვეებში გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მკაფიო არჩევანი გაკეთდეს. არა ბრიუსელის გასახარად, არამედ მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მომავალი იქნება დაფუძნებული ამ ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთი მხრივ, ევროკავშირის მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ევროკომისია ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს წერილობით დასკვნას გაფართოების თემაზე. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ვგეგმავ, ეს თემა დღის წესრიგში დავაყენო წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, მან საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღო მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. „ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება კიდევ ერთხელ საქართველოში ვიზიტი“, – აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები