მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემაზე მივაღწევთ კონსენსუსს - "რესპუბლიკურის" კლინიკური დირექტორი

6433e12f18791
BM.GE
10.04.23 14:20
446
“ჯანდაცვის სამინისტრომ, რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა და კონცეფცია წარმოგვიდგინა”, - აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თეა თავართქილაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და დარწმუნებულია, რომ სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

“დარწმუნებული ვარ, სამუშაო პროცესში ყველა ის პრობლემა და საკითხი, რაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს აწუხებს, განხილულ იქნება და მივაღწევთ საერთო კონსენსუსს,”- განაცხადა თეა თავართქილაძემ.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები