ღია კარის დღეზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და პირადად გასაუბრებოდნენ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელ პირებს.
ღია კარის დღე - „დასაქმდი აეროპორტში“ ახლო მომავალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც გაიმართება.
„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს.
NS