მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

​დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა

5de7d55de9495
BM.GE
04.12.19 22:40
840
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.

ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა - მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას კვლავაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

„დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა. ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.

დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, 2016 წლიდან დღემდე, უკვე 350-ზე მეტი შრომის ბაზრის მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები