მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებულთა ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ ტექნიკის მოხმარება გაზარდა - “პისი რუმი”

61dd95dae3213
ლიკა გურაბანიძე
13.01.22 01:00
832
“პისი რუმს, რომელიც ბაზარს სხვადასხვა ტექნიკას, მათ შორის, კომპიუტერებს ტელეფონებს და ყურსასმენებს აწვდის, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი ზრდა ჰქონდა.

როგორც კომპანიის დირექტორი ვაკო მეთეფშიშვილი "საქმიან დილასთან" აღნიშნავს, პანდემიამ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა, რადგან დასაქმებულებმა კომპანიების ოფისებიდან ონლაინ სამუშაო სივრცეებში გადაინაცვლეს.

“პანდემიური შოკით გამოწვეული პრობლემები, რაც 2020 წელს გვქონდა, გადავლახეთ. ამ პერიოდმა ბევრი რამ გვასწავლა. 2020 წელს მიღებულმა გამოცდილებამ, 2021-ში გაყიდვების მაჩვენებლების გარკვეული ზრდა განაპირობა. ადამიანების ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადაწყობა დაგვეხმარა და ამან ტექნიკის მოხმარების ზრდა გამოიწვია.

სირთულეების მიუხედავად, მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება მაინც შევძელით. თუ 2021 წლის ბოლო თვეს შევხედავთ, ვნახავთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში ნოემბერთან შედარებით, კომპანიას დაახლოებით 15%-იანი ზრდა ჰქონდა", - აღნიშნა მეთეფშიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები