მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე
BM. GE
10.09.23 10:00
8

დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ში, თავის გვერდზე წერს. 

"დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი...

თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, გუშინ "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ჩარტერული რეისით გაფრინდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური გერმანიაში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. „ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ", - უთხრა მან "imedinews"-ს.

მიმდინარე კვირაში მთავრობის სტრატკომი ირწმუნებოდა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მათივე მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩაფრინდა ჩარტერული რეისით, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები