მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავა #Stolichnaya-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე

BM.GE
31.05.21 14:46
514
ბრენდ Stolichnaya-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესახებ დავა უზენაეს სასმართლოში გრძელდება. საქმემ ორი ინსტანცია გაიარა და სასამართლოების გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „სოიუზპლოდოიმპორტის“ სარჩელი, რომლის საფუველზეც გაუქმდა SPI ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში. SPI ჯგუფი, რომელიც ბაზირებულია ლუქსემბურგში და წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ბაზარზე, არის ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც ახორციელებს 380 დასახელების/ბრენდის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმობას, გაყიდვასა და დისტრიბუციას. საქართველოში მიმდინარე დავა არის საერთაშორისო დავის ნაწილი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს 5 კონტინენტზე.

სტუმარი: კახა შარაბიძე - იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები