მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: ქართულ მოცვს აქვს პოტენციალი, უმნიშნელოვანესი ადგილი დაიკავოს საექსპორტო ბაზრებზე

5f781c714d16f
BM.GE
03.10.20 10:36
1390
„საპატნიორო ფონდი საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურის განვითარებას მხარს უკვე მრავალი წელია უჭერს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ლურჯი მოცვის პლანტაციის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფონდის ინვესტიციით ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში, 127 ჰა. მიწის ნაკვეთზე გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაცია, მოეწყო რეგიონში ყველაზე დიდი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოო ხაზი და სამაცივრე მეურნეობა. ამასთანავე, დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი და საწარმოს მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი.

„საგულისხმოა, რომ პლანტაცია 2016 წელს სწორედ „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ლურჯი მოცვის ყველაზე მასშტაბური პლანტაცია გახდა. წელს, ზაფხულში, მოცვის პლანტაცია შპს „ეფკომ“ საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა და მოხარული ვარ, რომ ეს არის ქართული მულტი-პროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“, რომლის მიზანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის ლურჯი მოცვის აგროკომპანიის შექმნაა“, - დასძინა მან.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, დღეისათვის ქართულ მოცვს უკვე აქვს პოტენციალი, უმნიშნელოვანესი ადგილი დაიკავოს არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საექსპორტო ბაზარზეც და საქართველო მართლაც გახდეს ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, ფონდის მიერ ლურჯი მოცვის პროექტში ინვესტირებულმა თანხამ 2.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციით შექმნილ საწარმოში მოიკრიფა და გადამუშავდა 300 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვი და რეგიონში შეიქმნა 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთში, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული ლურჯი მოცვის ღირებულებამ 1.2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები