მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკოს კითხვები ეკატერინე ტიკარაძეს

5fe1b9d4923c9
ინგა მურუსიძე
22.12.20 15:57
1170
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს ორი კითხვით მიმართავს.

პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, სერგეენკომ თქვა, რომ "არაჩვეულებრივი იქნება, თუკი პანდემიის გამოწვევას საქართველო შესაძლებლობად აქცევს". 

„პანდემია დომინანტური თემა იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და არჩავეულებრივი იქნება, თუ გამოწვევას შესაძლებლობად გადააქცევთ. ისტორიამ ასეთი რამ იცის და მე ამას მივესალმები. იქამდე ალბათ მეტი საზრუნავი გვაქვს, რომ ამ პერიოდში მეტი გამოწვევა არ გაჩნდეს, ვგულისხმობ არაგადამდებ დაავადებებს, ასევე, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამას. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს პროგრამა ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვაში, რაც კარგია, თუმცა მაინტერესებს ასეთი რამ - თქვენ თქვით, რომ მოსარგებლეებს დაემატა 140 ათასი ადამიანი, რითაც ფაქტობრივად, გაორმაგდა მაჩვენებელი. გამოდის, რომ მომხმარებელთა რიცხვი 250 ათასს გადაცდა. მაინტერესებს, რა ბიუჯეტი იხარჯება ამ პროგრამაზე და რა თვისობრივი სტრუქტურა აქვს მას. რა მედიკამენტებზეა მოთხოვნა, დეფიციტი, რადგან სწორად დაგეგმარება სხვადასხვა ჯგუფის დაავადებებზე დაგვეხმარება“, - მიმართა სერგეენკომ ტიკარაძეს.

მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ე.წ. ჯიბიდან გადახდები. სერგეენკოს თქმითვე, "ჯიბიდან გადახდებში დომინანტი - 70%-ზე მეტი ისევ აფთიაქებში დატოვებული თანხაა".

"იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან ერთად, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ახალ კანონზე, გვექნება შესაძლებლობა, ამ მხრივ სისტემური ნაბიჯები გადაიდგას. პანდემია დარჩება პანდემიად, ეს ახლა დომინანტია, თუმცა არაგადამდები დაავადებების მართვა არის კატასტროფული ფინანსური ტვირთი ჩვენს მოსახლეობაზე. ძალიან რთული იქნება მაგალითად პირველადი ჯანდაცვის გამართვაზე ფიქრი, როცა მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ექიმის მიერ გამოწერილი წამალი“, - განაცხადა სერგეენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები