მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავითაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური კომპანიების ინტერესებზე საუბრობს

ეკონომიკის მინისტრი
BM. GE
11.09.23 18:22
7

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით ჩინური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩინური კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული. ისინი საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში.

"გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე [ინტერესი], თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან - ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან და ა.შ. 

შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, რომლებთანაც უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას დავიწყებთ“,- განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები