მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაწესებული შეზღუდვები მილიონობით ზარალს უკავშირდება - „თბილისი მოლი“

5fc10c236621f
ელენე გოგბერაშვილი
27.11.20 22:00
1686
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში 24 დეკემბრამდე ყველა სავაჭრო ცენტრი დაიხურება. ობიექტებს საქმიანობის განახლების საშუალება მხოლოდ 24 დეკემბრიდან 3 იანვრის პერიოდში ექნებათ და შეზღუდვების მორიგი ეტაპის ფარგლებში დროებით 3 იანვრიდან კვლავ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ.

მთავრობის გადაწყვეტილებას სავაჭო ცენტრებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენციით უპასუხეს. ბიზნესი მთავრობას 6 მოთხოვნით მიმართავს.

მოთხოვნებს შორისაა 24 დეკემბრის ნაცვლად სავაჭრო ცენტრებს გახსნის უფლება 15 დეკემბერს მიეცეთ, რათა მომხმარებელთა ნაკადების სათანადო მართვა შეძლონ. იმისთვის კი, რომ მოიჯარეების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ, მნიშვნელოვანია მთავრობამ მათ 2020 წლის ქონების გადასახადი ჩამოაწეროს.

„ჩვენ უკვე გვაქვს ზარალი, რომელიც წინა დაკეტვის პირობებში მივიღეთ. ფაქტობრივად ნული იყო საიჯარო შემოსავალი. იჯარა არ დაგვირიცხავს, გახსნის პერიოდიდან დღემდე კი ჩვენი მოიჯარეები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ. ვფიქრობთ, ამ დაკეტვის პერიოდშიც და შემდეგომი წლის პირველ ნახევარშიც მოგვიწევს შეღავათების გაკეთება. ეს თავისთავად მილიონობით დანაკარგს უკავშირდება.

ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მოთხოვნა არის იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეულწილად სამუშაო ადგილების შენარჩუნება როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მოიჯარეების მხრიდან. იმისთვის, რომ ნულოვან მოგებაზეც ვიმუშაოთ და წაგებაში არ წავიდეთ“, - აცხადებს „თბილისი მოლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე.

მისივე თქმით, "თბილისი მოლში" 250-მდე იურიდიული პირი ოპერირებს. ჯამში კი სავაჭრო ცენტრი 2700 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები