მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დედაენის ბაღი“ - რეკრეაციის განახლებული სივრცე ახალი, თანამედროვე ხედვის კონცეფციით

60dad51026dbb
BM.GE
29.06.21 13:15
2181

16 ივნისს უკვე ოფიციალურად და საზეიმო ვითარებაში გახსნილი განახლებული დედაენის ბაღი თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი გახდა და ტრადიციულად, უამრავ ვიზიტორს იზიდავს. განახლებული სივრცე თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

„დედაენის ბაღის“ ტერიტორია, როგორც სარეკრეაციო ზონა, სავარაუდოდ, 170–ე საზაფხულო სეზონს ძველიერსახე დაბრუნებული და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სივრცეებით ხვდება. სწორედ 170 წლის წინ, 1851 წელს დასრულდა დღევანდელი მშრალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც ახლანდელი ათონელის ქუჩა ზაარბრიუკენის მოედანს დააკავშირა და ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა.

ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, მისი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვას კომპლექსურ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე უკვე დასრულებულ პროცესად აფასებს პროექტის შემსრულებელი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი. ფაქტი კი ისაა, რომ ახალ სეზონს ბაღი რეგიონში ყველაზე საუკეთესო სკეიტპარკით, თანამედროვე დიზაინით, განსხვავებული გამწვანებით, მოსასვენებელი სკამებით, სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცით ნებისმიერი ასაკის ადამიანს იზიდავს. აქვე 180-ზე მეტი კომერციული დანიშნულები სტენდი მოეწყო, რომლითაც 260–ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.





„დედაენის ბაღის“ პირველადი პროექტი პოპულარული მებაღის, „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძის ხელმძღვანელობით მომზადდა. შემდეგ პროცესში შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კომპანია ჩაერთო.

გეგი ქელბაქიანის თქმით, პროექტში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევის შედეგად, საბოლოო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა და არსებულ გარემოს, რომელიც 29 000 კვ/მ ფართობს მოიცავს, უკეთესად მოერგო.

„პროცესი იყო ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. როგორც ყოველთვის, ამ პროექტის შემთხვევაშიც აქტიური თანამშრომლობა გვქონდა დამკვეთთან - თბილისის განვითარების ფონდთან, სხვადასხვა პარტნიორთან და ამ კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. მსგავსი პროექტების ხიბლი სწორედ იმაშია, რომ „ენსისი" ყოველთვის ცდილობს, არსებულ პროექტს დამატებითი ღირებულებები შესძინოს. ეს შემოქმედებითი პროცესია და გზადაგზა ხდება დეტალების დახვეწა, განვითარება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

ეს გაცილებით საინტერესოს ხდის პროექტს. შედეგიც ყოველთვის უფრო ხარისხიანი და შეთამბეჭდავია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ უბანში ხორციელდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ ამ საინტერესო, შემოქმედებით პროცესში ჩემი შვილიც იყო ჩართული და დღეს ისიც განსაკუთრებული ემოციით სტუმრობს პარკს. მთავარი რამ, რაზეც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ამ პროცესში ფიქრობს და სულ გვახსოვს, არის ის, რომ ჩვენმა პროექტმა ადამიანების ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია “, – ამბობს გეგი ქელბაქიანი..

რაც შეეხება პროექტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, მშრალი ხიდის რეაბილიტაციას, აქ სამუშაოები მხოლოდ ფასადის მოწესრიგებას არ გულისხმობდა. პირველ რიგში, მოხდა ამ ისტორიული ნაგებობის მდგრადობის უზრუნველყოფა და შემდეგ მისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, გაკეთდა მხატვრული მინათება (რომლის ეფექტიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ნამდვილად შთამბეჭდავია), რაც ღამის თბილისს განსაკუთრებით უხდება.

უშუალოდ „დედაენის ბაღის“ რეაბილიტაციის პროცესს რაც შეეხება, რომლის ფარგლებშიც აქ 50 ათასზე მეტი მცენარე დაირგო, არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია დაინერგა, რის შედეგადაც მივიღეთ:

– წინაღობებით აღჭურვილი ბეტონის სკეიტპარკი - რეგიონში არის პირველი პროექტი, რომელიც ასეთი ტექნოლოგიით გაკეთდა და აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში როგორც საპროექტო გადაწყვეტილებით, ასევე, ზედაპირის დამუშავების თვალსაზრისით.
– ინოვაციურია მთელი რიგი გამოყენებული მასალები, რაც არის ძალიან მაღალი ხარისხის და საქართველოში პირველად სწორედ აქ დაინერგა.
– დედაენის ბაღში გაკეთდა ერთ-ერთი ყველაზე რთული და შთამბეჭდავი შადრევანი.
– ახალი პარკი მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე.
– განახლდა სარწყავი სისტემა, რომელიც დისტანციური მართვის სისტემით მუშაობს.
– მოეწყო გარე განათების ქსელი დიმიწების სისტემით, რასაც ასევე დისტანციური მართვის მხარდაჭერა აქვს.

გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ „სკეიტპარკის მშენებლობა განხორციელდა კომპანია „ენსისი“–ს ლატვიელი პარტნიორის - Mind Work Ramps ჩართულობით, რომელიც ევროპაში ექსტრემალური პარკების ერთ-ერთი საუკეთესო მშენებელია. სკეიტმოედანი აღჭურვილია ოლიმპიური სტანდარტის განათების სისტემით, რაც საშუალებას იძლევა, ევროპის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლები გავხდეთ“.

ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი რეალიზაცია, რომელზეც თითქმის 20 მლნ ლარი დაიხარჯა, შეუძლებელია მხოლოდ ტექნიკური და კომერციული გამოწვევა იყოს შემსრულებლებისთვის. ამ შემთხვევაში საქმე ეხება თბილისელებისა და ტურისტებისთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს ადგილს, რომლამდეც ქალაქის „ყველა გზა მიდის“. ამ ბაღს უდიდესი ისტორიული დატვირთვაც აქვს – აქ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეკრებები იმართებოდა და განსაკუთრებულ მოვლენად რჩება საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1978 წელს გამართული საპროტესტო აქციები, სადაც ადამიანები კრემლის მიერ საქართველოში სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ამ აქციამ მართლაც ისტორიული შედეგი გამოიღო და იგივე 1978 წლის 14 აპრილს სკკპ–ის ცენტრალურმა კომიტეტმა როგორც სახელმწიფო ენის – ქართულის გაუქმების გადაწყვეტილება უკან წაიღო. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამ ადგილს 1990 წელს „დედაენის ბაღი“ ეწოდა. ამხელა ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია თანამედროვე აზროვნებისა და შემოქმედებითი მიდგომის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

„როგორც წესი, ჩვენ დამკვეთთან თანამშრომლობით, თითქმის ყოველთვის გავდივართ საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებით პროცესს, რაც პროექტის დახვეწას გულისხმობს და სწორედ ამაშია ჩვენი მუშაობის მთავარი ხიბლი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ ადგილს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეხება. „დედაენის ბაღი“ თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით და მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნა ამ შემოქმედებით პროცესში, პროექტირებისა და დიზაინის დახვეწაში, ხარისხიან და ინოვაციურ შესრულებაში და ა.შ. რეკონსტრუქციის შემდეგ შექმნილი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურული სერვისებით „დედაენის ბაღში“ უკვე ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

კომპანია „ენსისის“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განუხორციელებია და ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში: მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ტერიტორიაზეც შალიკაშვილების ცნობილი სასახლე დგას; დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ.

 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები