დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების ზრდას გეგმავს. საუბარია 50 მილიარდი ფუნტის მოცულობის დეფიციტზე, რომლის კომპენსირებასაც ახალი მთავრობა გადასახადების ზრდით შეეცდება.
როგორც Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს, პრემიერი და მისი კანცლერი ამ “რთული გადაწყვეტილების” მიღებას დაეთანხმნენ.
“მას შემდეგ რაც კოვიდის გამო მილიარდობით ფუნტის სესხება, შემდეგ კი კომუნალურ გადასახადებში დახმარება მოგვიწია, წარმოიქმნა ფისკალური დეფიციტი, რომელსაც მხოლოდ ხარჯების შემცირებით ვერ გავუმკლავდებით”,-უთხრა წყარომ გამოცემას.
როგორც გამოცემა წერს, გეგმით გადასახადების ზრდა და ხარჯების შემცირება 50%-ით უნდა მოხდეს, რაც ნიშნავს რომ მთავრობა გადასახადების გადამხდელებისგან 25 მილიარდ ფუნტს ამოიღებს. მძიმე გადაწყვეტილების ფონზე, სუნაკის მთავრობა აპირებს მოწყვლად ჯგუფებს დაეხმაროს.
მოსალოდნელია, რომ გადასახადების ზრდაზე ინფორმაციას მთავრობა 17 ნოემბერს გააჟღერებს. გადასახადის გადამხდელებისთვის საკმაოდ რთული ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავად, საზოგადოებრივი კვლევა აჩვენებს, რომ სუნაკის გაპრემიერების შემდეგ ტორების, როგორც ფინანსური მენეჯმენტის რეპუტაცია გაუმჯობესებულია.
ოქტომბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი მეორე ცდით გახდა.